თეგებით ძიება

უსაფრთხოების მიზნით, ვაქცინაციის პროცესი მრავალპროფილურ კლინიკებში გაგრძელდება

” იმ რისკების გათვალისწინებით, რომ ანაფილაქსიური რეაქცია თეორიულად შესაძლებელია და უკავშირდება ვაქცინაციის პროცესს, მაინც უფრო უსაფრთხო არის მრავალპროფილურ კლინიკებში ამ პროცესის გაგრძელება,”- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გაბუნიას განცხადებით, ყველა ჯავშანი, რაც ჰქონდათ გაკეთებული მედიცინის მუშაკებს ამბულატორიულ დაწესებულებებში, დღეს შეიცვალა და მათი გადანაწილება მრავალპროფილურ კლინიკებში მოხდება.

მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ 27 წლის ექთნის შემთხვევაში სამედიცინო ჩარევა დროულად მოხდა და მის გადასარჩენად ყველაფერი გაკეთდა.

“ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება. ვაქცინაციის პროგრამაში მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე გუშინ, ექსპერტების რეკომენდაციით ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება რომ ვაქცინაციის პროცესი ასტრაზენეკას შემთხვევაში გაგრძელდეს მრავალპროფილური სტაციონარების დონეზე. გუშინდელმა შემთხვევამ დაგვანახა რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩარევა შესრულდა დროულად, და ერთი წუთი არ დაკარგულა ტრანსპორტირებისთვის, რადგან იქვე იყო რეანიმაციული განყოფილება, მაგრამ იმ რისკების გათვალისწინებით, რომ ანაფილაქსიური რეაქცია თეორიულად შესაძლებელია და უკავშირდება ვაქცინაციის პროცესს, მაინც უფრო უსაფრთხო არის მრავალპროფილურ კლინიკებში ამ პროცესის გაგრძელება. ამდენად ყველა ის ჯავშანი, რაც ჰქონდათ გაკეთებული ჩვენს კოლეგებს ამბულატორიულ დაწესებულებებში დღეს შეიცვალა და მათი გადანაწილება მოხდება მრავალპროფილურ კლინიკებში – ასეთი 40. იმისთვის რომ ჩარევა იყოს დროული”,- ამბობს თამარ გაბუნია.


ახალციხეში, 18 მარტს კლინიკა "იმედში" კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანა. თუმცა ექთნის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის 19 მარტს გარდაიცვალა.

სავარაუდოდ, ექთნის გარდაცვალებას უკავშირდება მაღალმთიან აჭარაში ვაქცინაციის პროცესის შეჩერება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ფაქტს გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი შეისწავლის. ასევე, ექთნის გარდაცვალებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

ევროპის წამლების სააგენტომ დაადგინა[/color], რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ასტრაზენეკას ვაქცინა "უსაფრთხო და ეფექტიანია" და "მას გაცილებით მეტი სარგებელი აქვს, ვიდრე რისკი".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა