თეგებით ძიება

რა დრო უნდა დაყოს ვაქცინირებულმა ადამიანმა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ - ექიმის განმარტება

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ვაქცინირებულმა ადამიანმა ექიმების დაკვირვების ქვეშ 30 წუთი უნდა გაატაროს, რადგან ეს არის პერიოდი, როდესაც ვაქცინის შედეგად ანაფილაქსიური შოკი ვითარდება.

"ის რეგულაცია, რომელიც დღეს არსებობს, საკმაოდ მკაცრი რეგულაცია, განასხვავებს კორონავირუსის ვაქცინაციას ყველა სხვა ტიპის ვაქცინისაგან. ამ რეგულაციის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი გახლავთ ე.წ. დაყოვნების ოთახი, სადაც გადადის ყველა პაციენტი ვაქცინაციის შემდეგ. დაყოვნების ხანგრძლივობა ქვეყანაში სხვადასხვაა, 15-დან 30 წუთამდე. ჩვენ საქართველოში ავიღეთ 30 წუთი. სწორედ ეს არის ის პერიოდი, როდესაც უნდა განვითარდეს ანაფილაქსიური რეაქცია. ასე რომ, 30 წუთის განმავლობაში დაყოვნება არის იმის პირობა, რომ ანაფილაქსია სწრაფი რეაქციის კატეგორიას მიეკუთვნება, ის არ შეიძლება განვითარდეს 5 ან 6 საათის შემდეგ და ეს პერიოდია აუცილებელი, რომ იმყოფებოდეს ვაქცინირებული ადამიანი სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ და პირველი ნიშნების გამოკვეთისთანავე დაიწყოს სწრაფად რეაგირება, ვინაიდან ამისი პროტოკოლიც არსებობს და ყველა სამედიცინო დაწესებულას აქვს შესაბამისი მედიკამენტი, რაც უნდა იყოს, სადაც ვაქცინაცია ტარდება,"- აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა