თეგებით ძიება

მეტი ზომების დაცვისკენ მიგვითითებს და არა უკან დახევისკენ - პრეზიდენტი 27 წლის ექთანის გარდაცვალებაზე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მეგი ბაქრაძის გარდაცვალებას ეხმაურება. მისი თქმით, 27 წლის მედიკოსის მაგალითი მეტი სიფრთხილისკენ, მეტი ზომების დაცვისკენ მიგვითითებს და არა უკან დახევისკენ.

"მან კარგად იცოდა, რომ ვაქცინის გარეშე, ჩვენთან არსებულ 3 683 მსხვერპლს, პანდემიის საბოლოო დამარცხებამდე, კიდევ ბევრი დაემატებოდა. მან კარგად იცოდა, რომ ეს გზა გასავლელი ჰქონდა და ეს სიტყვებიც დაგვიტოვა: „ვაქცინაცია აუცილებელია, რომ გადავიტანოთ ეს ვირუსი და გადავრჩეთ“. თვითონ გადაწყვიტა მაგალითის მიცემა, წინა ხაზზე გამოსვლა და ის ამ ბრძოლის გმირად დარჩება. მისი მაგალითი მეტი სიფრთხილისკენ მიგვითითებს, კიდევ უფრო მეტი ზომების დაცვისკენ და არა უკან დახევისკენ", - წერს სალომე ზურაბიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა