თეგებით ძიება

ავტოსაგზაო შემთხვევა ბაღდათში - არის მსხვერპლი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმედოში ავტოსაგზაო შემთხვევას ავტომობილის მძღოლი ემსხვერპლა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ფურგონის ტიპის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის დროს სატრანსპორტო საშუალებაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა