თეგებით ძიება

ბებია, რომელმაც ლაგოდეხში ბავშვები დააჩოქა და ბოდიში მოახდევინა, განმარტებას აკეთებს

დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, კახეთში სასამართლო პროცესები გრძელდება. ერთ- ერთი საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებს შორის მომხდარ კონფლიქტზე, პირველ განმარტებას აკეთებს არასრულწოვანის ბებია. გავრცელებულ ვიდეომასალაში სწორედ მან დააჩოქა ბავშვები და ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.

ბებია "მთავარ არხთან" ამბობს, რომ მომდხარის ინიციატორი თავად ბავშვების დედა იყო და რომ არანაირი ზეწოლა არ მომხდარა.

"არასწორი განცხადება გამივრცელეთ, ვიდეოს პირველი საფუძველი არ გაგიციათ. მე, როდესაც შევედი ჩემს ოჯახში, თვითონ დედამისი, თავისი ბავშვებით, ჩემი ოჯახის სახლში დამხვდა და მითხრა, რომ ეს ისეთი რაღაც მოხდაო, უნდა წავიდეთ, ბავშვები დავაჩოქოთო. არავითარი ზეწოლა, სანთელ-საკმაველი თავის გზას არ დაკარგავს", - ამბობს ბებია "მთავარ არხთან".

შემთხვევა, ლაგოდეხში მოხდა. ბებიამ, რომლის შვილიშვილიც თანატოლების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო, მოძალადეებზე შური იგივე ფორმით იძია, 2 არასრულწლოვანი ბავშვი, დააჩოქა, დაამცირა და დაემუქრა. მომხდარის კადრები "მთავარმა არხმა" გუშინ გაასაჯაროა. როგორც ირკვევა, ამ ფაქტის შემდეგ ბებია, რომელის სასაზღვრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელია დააკავეს, თუმცა მალევე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა