თეგებით ძიება

აიძულეს თუ არა მეგი ბაქრაძე ვაქცინა გაეკეთებინა - რას ამბობენ კლინიკაში?

ახალციხის კლინიკის რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური აცხადებს, რომ მეგი ბაქრაძისთვის აცრა არავის დაუძალებია და ეს იყო ნებაყოფლობითი პროცესი.

"არანაირი ძალდატანება არ ყოფილა, სახელმწიფომაც იცის, რომ აცრა იყო ნებაყოფლობითი. გაკეთდა მაქსიმალურად ყველაფერი, რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი,"-აღნიშნა გიორგი აფციაურმა.

ახალციხეში დაღუპული ექთნის მამა აცხადებს, რომ ვაქცინაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, მის შვილს სამსახურის დატოვება მოუწევდა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში ექთანი კოვიდის ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკით გარდაიცვალა.

rustavi2.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა