თეგებით ძიება

"ოჯახის ცხოვრება“ - პატრიარქმა პროტოპრესვიტერს წიგნის დაწერა დაავალა

პატრიარქმა ილია მეორემ პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს ოჯახის ცხოვრების შესახებ წიგნის დაწერა დაავალა.

"სიონის საპატრიარქო ტაძარს, პროტოპრესვიტერს მამა გიორგის – ვავალებ მისი თაოსნობით დაიწეროს წიგნი "ოჯახის ცხოვრება", სადაც წარმოჩენილი იქნება როგორ მოუაროს მშობელმა შვილებს და შვილებმა – მშობლებს, როგორ იმკურნალონ, როგორ იშრომონ.

ეს უნდა იყოს გასაგები ენით, ამავე დროს – მეცნიერულად გამართული.

უნდა შედგეს გეგმა, სადაც საუბრები იქნება მედიცინაზე, თავის მოვლაზე, ჰიგიენაზე, სისუფთავეზე, წესრიგზე ოჯახში.

თქვენ იცით რომ ხშირი შემთხვევაა ცოლ-ქმრის დაშორებისა, ამბობენ, რომ ხასიათებით ვერ ვთავსდებითო. ადამიანმა უნდა მოითმინოს, უნდა დაუთმოს, ადამიანმა უნდა იცოდეს, ოჯახის ფასი", - აღნიშნა ქადაგებისას პატრიარქმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა