თეგებით ძიება

რას გვაძალებთ, კაცო, სიკვდილს? - მთავარეპისკოპოსი სპირიდონ აბულაძე ვაქცინაციაზე

რას გვაძალებთ, კაცო, სიკვდილს? , - ამის შესახებ სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა, სპირიდონ აბულაძემ საქართველოში მიმდინარე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე, საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა.

„რა პასუხს გვცემს ჩვენ ხელისუფლება, რომლიც მოუწოდებს ვაქციანციას და ინფორმაცია გვაქვს, რომ აძალებენ, სამსახურიდან გაგდებით ემუქრებიან. რა პასუხს გვცემს? რა შედეგი ექნება ამ ვაქცინაციას 6 თვის, 1 წლის შემდეგ? გაქვთ ამის პასუხი? არა გაქვთ. მაშინ, რას გვაძალებთ, კაცო? სიკვდილს? რა ვიცი, რა იქნება. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ნახეთ ალბათ სოციალურ ქსელებში, გაიკეთეს ვაქცინა და ზოგი ადგილზე მოკვდა, ასეულობით ადამიანია გარდაცვლილი. 3 მილიონამდე კაცია გარდაცვლილი COVID-19-სგან, მილიარდზე მეტის აცრა უნდათ და შეიძლება ასეულობით მილიონი ლეტალური შედეგი ჰქონდეს ამ ვაქცინაციას. ვინ იცის ეს? 1 წლის შემდეგ, 2 წლის შემდეგ, ვინ იცის, რა იქნება. ამიტომ აფრთხილებს ეკლესია, ეს არის ღვთის ხმა, ეკლესია ამბობს, რომ პასუხი უნდა გაეცეს კითხვებზე. ამ კითხვებზე პასუხი არ არსებობს“. – ამბობს მეუფე სპირიდონი.

შეგახსენებთ, რომ ახალციხელი ექთანი, მეგი ბაქრაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო "ასტრაზენეკას" ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ანაფილაქსიური შოკით გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა