თეგებით ძიება

ვაშლიჯვარში კიდევ ერთი ბზარის გაჩენას მერია უარყოფს

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ვაშლიჯვრის გზაზე კიდევ გაჩნდა ნაპრალები, არის დეზინფორმაცია.

"სამწუხაროა, რომ რიგი ექსპერტების მიერ მიზანმიმართულად ხდება დეზინფორმაციის გავრცელება. მათი მიზანია მოსახლეობაში პანიკის დათესვა.

დღეს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ თბილისის მერია ადგილზე მუშაობის საშუალებას არ აძლევს დამოუკიდებელ ექსპერტებს. სრული პასუხისმგბლობით ვაცხადებ, რომ სამუშაოები არ შეწყვეტილა არცერთი წუთით.

რაც შეეხება გარეშე პირების ადგილზე დაშვებას, ეს მხოლოდ მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ხდება," - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

ცნობისთვის, გეოლოგი თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ ​ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ ფერდობზე აღმოჩენილია კიდევ ერთი დაბზარული მონაკვეთი, რომელიც გაცილებით ახლოს არის დასახლებულ პუნქტთან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა