თეგებით ძიება

გარდაცვლილი ექთნის დედა საქართველოშია

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის დედა, ირმა ტეფნაძე, საქართველოში დაბრუნდა. მან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან მხოლოდ ის თქვა, რომ არაფერი იცის მომხდარის შესახებ.

ირმა ტეფნაძის თქმით, მის შვილს საკეისრო კვეთა ჰქონდა გაკეთებული და ალერგიული არ იყო.

შეგახსენებთ, 27 წლის მედდამ, მეგი ბაქრაძემ, ახალციხის კლინიკა "იმედში" 18 მარტს გაიკეთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რის შემდეგაც კომაში ჩავარდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება გაუფრთხილებლობის სიცოცხლის მოსპობით დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა