თეგებით ძიება

მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს - 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა

დაუნის სინდრომი არის ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული დაავადება, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება. 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა.

სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში 600-800 ახალშობილიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება.

ამ დაავადების მქონე ბავშვი შესაძლებელია ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს. ის არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. სინდრომი გოგონებსა და ბიჭებში ერთნაირი სიხშირით ვლინდება.

დაავადება პირველად აღწერა ინგლისელმა ექიმმა ჯონ ლენგდონ დაუნმა. მან 1866 წელს ინგლისში გამოაქვეყნა ესსე, სადაც აღწერა იმ ბავშვების ჯგუფი, რომლებიც საერთო ნიშნით გამოირჩეოდნენ დანარჩენებისაგან.

2006 წლის 21 მარტს პირველად აღინიშნა დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღე. დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ, 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს თარიღი, ხოლო მარტი როგორც წელიწადის მესამე თვე ტრისომიულ მოვლენას.

21 მარტს ეს დღე საქართველოშიც აღნიშნება, ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

დაუნის სინდრომისათვის დამახასიათებელი ფიზიკური ნიშნებია: სახის ბრტყელი პროფილი; სახის სპეციფიკური გამომეტყველება; კანის ფენები კისერზე ახალდაბადებულებში; მოკლე კისერი, პატარა ცხვირი; სწორი კეფა; პატარა კიდურები; მოკლე თითები; ეპიკანტი – თვალების შიდა კუთხეში კანის პატარა ნაოჭი; თვალის დამახასიათებელი არასწორი ირიბი ჭრილი; გაღებული პირი; კიდურების ტონუსი დაქვეითებული; ტანისა და კიდურების დისპროპორცია…
დაუნის სინდრომის დროს თანდართულ დაავადებებს მიეკუთვნება: გულის თანდაყოლილი მანკი; ბავშვობის პერიოდის ლეიკემია; მხედველობის და სმენის პრობლემები; საჭმლის გადამუშავების პრობლემები.

უთვალავი ჭრელი წინდის კამპანია - რატომ ჭრელი წინდა?!

წინდა ქრომოსომას ჰგავს, ჭრელმა წინდებმა მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ადამიანამდე მიიტანა ინფორმაცია დაუნის სინდრომის, 21-ე ქრომოსომული წყვილის ტრისომიის შესახებ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა