თეგებით ძიება

დათა პაპას (ვანიშვილი) სამძიმარზე, საოკუპაციო ზოლთან სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში, დათა ვანიშვილის სამძიმარზე სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები მივიდნენ.

აქტივისტები სამგლოვიარო თაიგულებს მავთულხლართებიდან აწვდიან დათა პაპას ოჯახის წევრებს. გარდა ამისა, დათა ვანიშვილის ოჯახს დაკრძალვისა და ქელეხისთვის საჭირო პროდუქტი სამოქალაქო აქტივისტებმა ჩაუტანეს და მავთულხლართებიდან გადააწოდეს.

როგორც ადგილზე მყოფმა"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, "დათა პაპა საქართველოს უკვდავი ჯარისკაცია".

"სახლი არ დატოვო არსად წახვიდე, არ წაგვართვან, თუ რამეა ქართველები მოგხედავენო"- ეს არის დათა პაპას ბოლო სიტყვები, რომელიც მან თავის მეუღლეს სიკვდილის წინ დაუბარა.

დათა ვანიშვილს ხვალ, 22 მარტს საოკუპაციო ხაზს მიღმა მოქცეულ სასაფლაოზე დაკრძალავენ. სოფელ ხურვალეთში, სოკუპაციის ხაზთან მცხოვრები 88 წლის დათა ვანიშვილი გუშინმ 19 მარტს გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა