თეგებით ძიება

მეგი ბაქრაძეს ვაქცინაციამდე სამედიცინო გამოკვლევები კლინიკა "იმედში" არ ჩატარებია - ახალციხის კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი

ახალციხის კლინიკა "იმედის" აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი ბარძიმაძის განცხადებით, ექთან მეგი ბაქრაძეს ვაქცინაციის პროცესამდე სამედიცინო გამოკვლევები მათ კლინიკაში არ ჩატარებია.

მისივე თქმით, ექთნის ცუდად გახდომის შემდეგ, რეანიმატოლოგი ადგილზე 2 წუთში მივიდა.

"ყველა ვაქცინას და ყველა სამედიცინო ჩარევას აქვს რაღაცა გვერდითი მოვლენები. ამ ვაქცინას, სხვა ვაქცინას აქვს თავისი გვერდითი მოვლენა. ორ წუთში იქ რეანიმატოლოგი იყო, რამდენ წუთშიც აღწერილია, იმდენ წუთში იქ ზუსტად იყო. ყველაფერი აღწერილია, ყველაფერი გადაცემულია და ამას შეაფასებენ შესაბამისი სტრუქტურები.

არანაირი გამოკვლევა ამ კლინიკაში მას ჩატარებული არ აქვს. თუ გემოგლობინი ჰქონდა მაღალი, წარმოგიდგინეს?! თუ აქვთ, წარმოადგინონ," - განაცხადა ახალციხის კლინიკა "იმედის" აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბარძიმაძემ.

შეგახსენებთ, 27 წლის ახალციხელი ექთანი, მეგი ბაქრაძე, რომელსაც 18 მარტს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი დაუდასტურდა, გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა