10 რამ მამაკაცის გარდერობიდან, რაც ქალებს ძალიან აღიზიანებთ
არსებობს ტანსაცმელი, რომლებიც ქალებს უბრალოდ არ მოსწონთ. მაშინაც კი, თუკი მატ ყველაზე სიმპათიური მამაკაცი ჩაიცვამს, გულის სიღრმეში, მაინც არ მოეწონებათ:
ზედმეტად მოტკეცილი ჯინსები
რა თქმა უნდა, ვიწრო ჯინსებში ცუდი არაფერია, მაგრამ, როდესაც ისინი ქალის ე. წ. ლეგინსებს წააგავს, მიმზიდველი აღარაა.
ზედმეტად ამოღებული მაისური
თუკი ჩვეულებრივი V-ს მსგავსი ჭრილი ყველას მოსწონს, ზედმეტად ამოღებული “დეკოლტე" მამაკაცზე სულაც არაა სექსუალური.
ულტრამოკლე შორტები
დღეს მამაკაცის მოკლე შორტები მოდაშია, მაგრამ ბეწვიან ფეხებზე მოკლე შორტების დანახვა სულაც არაა ლამაზი.
მაისურები დეიზებით ან უაზრო ხუმრობებით
მაისური დიდი ლოზუნგით ან წარწერით საკუთარი თავის რეკლამას უფრო ჰგავს. უმჯობესია უბრალო, მაგრამ ხარისხიანი მაისური აირჩიოთ და არა სხვისი ბანალური აზრებით დამშვენებული.
ე. წ. “შლოპანცები"
მათი ადგილი მხოლოდ პლიაჟზეა, ან სახლში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ქუჩაში.
მაისურზე მოცმული ჟილეტი
როგორც წესი, ჟილეტებს მხოლოდ კლასიკურ კოსტიუმებზე იცვამენ. ის მამაკაცები, კი რომლებიც გარდერობის ამ ნაწილით საკუთარი ჩაცმულობის “გამოცოცხლებას " ცდილობენ, ძალიან ცდებიან. ქალებს ეს დიდად არ მოსწონთ.
მაისურზე მოცმული ჟილეტი
როგორც წესი, ჟილეტებს მხოლოდ კლასიკურ კოსტიუმებზე იცვამენ. ის მამაკაცები, კი რომლებიც გარდერობის ამ ნაწილით საკუთარი ჩაცმულობის “გამოცოცხლებას " ცდილობენ, ძალიან ცდებიან. ქალებს ეს დიდად არ მოსწონთ.
მსხვილი ქამარი დიდი სამაგრით
რაიმეს ლოგოთი დამშვენებული მსხვილი ქამარი უკვე ძალიან მოძველებული ტრენდია.
დიდი ზომის კოსტიუმი
კოსტიუმი, რომელიც ტომარასავით ზის მამაკაცზე მიმზიდველი სულაც არაა.
ვარდისფერი ნივთები
ზოგი ქალი თვლის, რომ ვარდისფერი სამოსი მამაკაცებზე მათი თავდაჯერებულების ნიშანია, ზოგსაც არ მოსწონს... ასე რომ, თქვენი გადასაწყვეტია.
ზედმეტად ბევრი ბიჟუტერია და სამკაული
ყველას მოსწონს, როდესაც მამაკაცს უბრალო სამაჯური ან ბეჭედი უკეთია. მაგრამ თუკი მაჯა დამძიმებულია ზედმეტი მეტალისგან სასიამოვნო სანახავი სულაც არაა.
intermedia.ge