თეგებით ძიება

ჭყონდიდის ეპარქიაში 200 კაციანი ტრაპეზი გაიმართა

წირვის დასრულების შემდეგ, ჭყონდიდის ეპარქიაში 200-კაციანი ტრაპეზი მოეწყო. მანამდე, ეპარქიაში მართლმადიდებლობის ზეიმის დღის აღსანიშნავად, წირვა ჭყონდიდელ მიტროპოლიტთან ერთად კიდევ 12-მა მღვდელმთავარმა აღავლინა. სასულიერო პირებმა ქადაგების დროს მეუფე სტეფანეს მხარდაჭერა აღუთქვეს.

თავად მეუფე სტეფანე კიდევ ერთხელ მოუწოდებს 8 მარტის ინცინდენტში მონაწილე პირებს, მათ შორის, ჟურნალისტებს, სინანულისა და შენდობის თხოვნისკენ.

დღესვე "პატრიოტთა ალიანსის ლიდერებმა დავით თარხან-მოურავმა და ირმა ინაშვილმა მხარდამჭერებთან ერთად, მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ათონის მთიდან ჩამოტანილი ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ხატის ასლი დააბრძანეს. ის ტაძარში 1 კვირა დარჩება.

ცნობისთის, ჭყონდიდის ეპარქია ყურადღების ეპიცენტრში მას შემდგ მოექცა, რაც 2 კვირის წინ, მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებებს სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ვითარება ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდა, ეპარქიის რეზიდენციის ერთ ერთი შენობის აივნის მოაჯირი ჩაინგრა და რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები, მეორე სართულიდან გადაცვივდნენ. რამდენიმე დაშავებული დღემდე მკურნალობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა