თეგებით ძიება

ლისი-ნაფეტვრები-მუხათწყაროს ფერდობზე ეროზიული პროცესები განვითარდა

ლისი-ნაფეტვრები-მუხათწყაროს გზის გარკვეულ ფერდებზე ეროზიული პროცესები განვითარდა.

მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აწარმოებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის დავალებით, სამუშაოების მწარმოებელი და საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია დარგის სპეციალისტებთან ერთად აწარმოებენ დაზიანებული უბნების მუდმივ მონიტორინგს.

„მინდა გითხრათ, რომ შემხებლობა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ამ ეროზიებთან არ აქვს. თუმცა, ცხადია, გზაზე გავლენას ახდენს, შესაბამისად, როგორც კი ჩვენ ეს პროცესი შევნიშნეთ, უსაფრთხოების მიზნით, გზაზე დაწესდა გარკვეული შეზღუდვები და შემოიფარგვლა ეროზიული ადგილები. ახლა მიმდინარეობს დაკვირვება ამ პროცესებზე, შესაბამისად, უკვე რამდენიმე დღეში მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ რა ღონისძიებით და რა ჩარევით მოხდეს ამ პროცესების ლიკვიდაცია.“ - განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ.

ნაფეტვრებიდან ქვემო წყლულეთამდე მისასვლელი გზის და ლისი-მუხაწყაროს ცენტრალური გზის რეაბილიტაციის ფარგლებში უკვე დასრულდა 21 კოლომეტრიანი გზის საფარის დაგება და მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობების მოწყობა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა