თეგებით ძიება

დათამ მითხრა, როგორც მე არ დავტოვე სახლი, ისე არც შენ დატოვოო - ვალია ვანიშვილი

დათამ მითხრა, როგორც მე არ დავტოვე სახლი, ისე არც შენ დატოვოო, - აცხადებს საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში მცხოვრები, ვალია ვანიშვილი. მისი მეუღლე, დათა ვანიშვილი რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

"როგორც მე არ დავტოვე სახლი, ისე არც შენ დატოვოო... დაანთე შენი ფეჩი და არსად არ წახვიდეო. ახლა ჩემი ძმა მეუბნება, მე წაგიყვანო. ჩემი გოგო მეუბნება, მე აგიყვანო. დათამ, რომ კვდებოდა, ხელებზე მაკოცა და მითხრა, ერთად დავბერდით და აბა შენ იცი შენი ქალობაო", - ამბობს ვალია ვანიშვილი.

გამყოფ ხაზთან, დათა პაპას პანაშვიდზე ,დღეს სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები ჩავიდნენ.

დათა ვანიშვილს ხვალ, 22 მარტს საოკუპაციო ხაზს მიღმა მოქცეულ სასაფლაოზე დაკრძალავენ. სოფელ ხურვალეთში, სოკუპაციის ხაზთან მცხოვრები 88 წლის დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა