თეგებით ძიება

გიორგი კეკელიძე ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსწავლეებისთვის დათა პაპას სტიპენდიას აწესებს

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე დათა პაპას სტიპენდიას აწესებს, რომლითაც იგი ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსწავლეებს დროგამოშვებით დაეხმარება.

სტიპენდია "გურული დღიურების" ფონდის ფარგლებში იქნება დაწესებული.

„ბევრი ვიფიქრეთ, რა გაგვეკეთებინა ამ დიდი კაცი ხსოვნის პატივსაცემად და მცირე მოვიფიქრეთ. #გურულიდღიურებისფონდი დათა პაპას სტიპენდიას დააწესებს და მას ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეებს დაუნიშნავს პერიოდულად“,- წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხუტვალეთში მცხოვრები დათა ვანიშვილი 88 წლის ასაკში 19 მარტს გარდაიცვალა. მას ოკუპირებულ სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა