თეგებით ძიება

კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

მსახიობი კახი კავსაძე, რომელიც პოსტკოვიდური გართულებებით კლინიკაში მოათავსეს, კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.

როგორც პირველი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორი, ლალი ტურძელაძე აცხადებს, კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.

“კახი კავსაძე კვლავ რჩება კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა”,- განაცხადა ტურძელაძემ.

ცნობისთვის, კახი კავსაძე პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, ის კორონავირუსისგან განიკურნა და კლინიკიდანაც გაწერეს, თუმცა მოგვიანებით მსახიობს ფილტვების ანთება ისევ განუვითარდა., რის შემდეგაც კლინიკაში ხელახლა მოათავსეს.

report.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა