თეგებით ძიება

ვაშლიჯვრის ფერდობის მეწყრული პროცესების შესასწავლად, საქართველოში გერმანელი სპეციალისტები ჩამოვიდნენ

საქართველოში გერმანელი გეოინჟინრები ჩამოვიდნენ. ისინი ვაშლიჯვრის ფერდობზე გააქტიურებულ მეწყრულ პროცესებს შეისწავლიან.

ექსპერტები პროექტირებისა და მოდელირების შემდეგ, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ქართველ სპეციალისტებთან ერთად გადაწყვეტენ, როგორ გადაჭრან პრობლემა.

ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე, სადაც რამდენიმე დღის წინ მეწყრული პროცესები გააქტიურდა, 24-საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობს. გეოლოგები, სპეციალური აღჭურვილობით ამ წუთებშიც აკვირდებიან ბუნებრივ პროცესებს. უსაფრთხოების მიზნით, გადაკეტილია საავტომობილო და საფეხმავლო გზა.

გასული წლების განმავლობაში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან ამ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა