თეგებით ძიება

ივანე ჩხაიძე: პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა


პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა და და ასევე იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრმა, ივანე ჩხაიძემ გააკეთა.

მისი თქმით, მოსახლეობის სწორად ინფორმირების კუთხით მედიას მნიშვნელოვანი როლი აქვს. წამყვანი პედიატრი ამბობს, რომ ასევე მნიშვნელოვანია წამყვანი სპეციალისტების აქტიური ჩართულობა პროცესში. ივანე ჩხაიძემ ხაზგასმით თქვა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში ვაქცინაციის ალტერნატივა არ არსებობს.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა