თეგებით ძიება

უცხოელი სპეციალისტები ვაშლიჯვრის ფერდობის მეწყრულ პროცესებს ადგილზე სწავლობენ

თბილისის მერიის მიერ მოწვეული უცხოელი ინჟინერ-გეოლოგები მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ, მეწყრულ ზონაში არსებულ მდგომარეობას ადგილზე სწავლობენ.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კვლევა-პროექტირება, პარალელურად კი, სპეციალურად შექმნილი ჯგუფი აგრძელებს 24-საათიან მონიტორინგს.

„თბილისის მერია ოპერატიულად უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას საკითხის შესწავლისა და კვლევის თითოეული ეტაპის თაობაზე“, - აღნიშნულია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.

ვაშლიჯვრის ფერდობის მეწყრული პროცესების შესასწავლად, საქართველოში გერმანელი სპეციალისტები დღეს ჩამოვიდნენ.

გასული წლების განმავლობაში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან ამ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა