თეგებით ძიება

კოვიდზე აცრის შემდეგ გარდაცვლილ ექთანს, მეგი ბაქრაძეს ხვალ დაკრძალავენ

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილ ექთანს, მეგი ბაქრაძეს ხვალ დაკრძალავენ.

ოჯახი მეგის გარდაცვალებას არასათანადო მკურნალობას უკავშირებს და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. ადვოკატები კი პროკურატურისგან საქმის მასალების სრულად და დროულად გადმოცემას ელოდებიან.

“საქმის მასალებში არის სამედიცინო ისტროია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან. ასევე რამდენიმე გამოკითხვის ოქმი ისევ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან. საქმის მასალებს აკლია ახალციხის სამედიცინო ისტორია, რომელიც დღეს ექნება პროკურატურას. ასევე პროკურატურას მოვთხოვთ მოწმეების ჩანაწერებისა გადმოცემას”, – განაცხადა მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა