თეგებით ძიება

“მეგი არ არის ვაქცინის მსხვერპლი!” – გიორგი ფხაკაძე ექთნის გარდაცვალების მიზეზებზე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, დამოუკიდებელი ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილ 27 წლის ექთანს, მეგი ბაქრაძეს სისტემის მსხვერპლს უწოდებს.

მისი თქმით, მეგი ბაქრაძის გარდაცვალებასთან ვაქცინა არაფერშუაშია და მთავარი პრობლემა საავადმყოფოების სათანადო მოუმზადებლობაა.

“ყველაფერი კორუფციაშია ჩაფლული! გაანადგურეთ ქვეყანა! 82 ადამიანის სია გამოაქვეყნოს ჯანდაცვის სამინისტრომ! 82 ადამიანი, ექსპერტი, ვინც იღებდა მონაწილეობას ვაქცინაციის პროგრამაში, ვინც დაწერა ვაქცინაციის პროგრამა, მაგათი სახელები, გვარები, თანამდებობა და განათლება გამოაქვეყნეთ! ერთი სადოქტორო მაინც თუ აქვთ?! ექსპერტი ნიშნავს, მინიმუმ, სადოქტორო უნდა გქონდეს დაცული. გეუბნებით – ეს არის დასასრულის დასაწყისი! მეგი არ არის ვაქცინის მსხვერპლი, ეს არის სისტემის მსხვერპლი! ეს არის კორუფციის მსხვერპლი! ეს არის დაუდევრობის მსხვერპლი! ეს არის პოლიტიზების მსხვერპლი! ეს არის სუს-ის მსხვერპლი! ეს არის პოლიტიკური პარტიების მსხვერპლი! ყველანი ხართ დამნაშავე! ვაქცინა არაფერ შუაშია, საერთოდ არაფერ შუაში არ არის!”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა