თეგებით ძიება

რომელი ვაქცინით აიცრება ჯანდაცვის მინისტრი - ტიკარაძის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ის, სავარაუდოდ "ასტრაზენეკას" ვაქცინას გაიკეთებს. ამის შესახებ ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"როცა გადავწყვეტ ვაქცინაციას, მედიას შევატყობინებ და წინასწარ გეცოდინებათ ამის შესახებ. მე, როგორც უკვე დავპირდი ჩვენს საზოგადოებას, ავიცრები და სავარაუდოდ, ავიცრები "ასტრაზენეკას" ვაქცინით, იმისთვის რომ დასრულდეს სპეკულაციებია ღნიშნულ ვაქცინასთან დაკავშირებით" - განაცხადა ტიკარაძემ. 

20 მარტს, ჯანდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ მზად არის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთოს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა