თეგებით ძიება

ეკატერინე ტიკარაძე რეგიონებში მედპერსონალთან შეხვედრებს გამართავს

ეკატერინე ტიკარაძე, ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით, რეგიონებში გამგზავრებას მედიკოსებთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის პირველი ასეთი ვიზიტი ხვალ იმერეთში შედგება.

„მე პირადად ვგეგმავ რეგიონებში სამედიცინო პერსონალთან გასაუბრებას და ხვალიდან დავიწყებ ინტენსიურ შეხვედრებს ჩვენს კოლეგებთან. საჩხერის კლინიკა იქნება, ალბათ, პირველი, რომელსაც მოვინახულებ“, - აღნიშნა მინისტრმა.

მან ასევე განმარტა, რომ ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინის შემოსვლის შემდეგ, მოქალაქეები სასურველი პრეპარატის არჩევას შეძლებენ.

„თანაბრობისა და სოლიდარობის პრინციპები არის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება, რაც ჯანდაცვის სფეროს აქვს და რომელსაც მსოფლიო იზიარებს. შესაბამისად, ყველა ვაქცინა იქნება ყველა ჩვენი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი“, - განმარტა მინისტრმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა