თეგებით ძიება

ეკატერინე ტიკარაძე: არ გამოვრიცხავთ, რომ ვაქცინაცია ამბულატორიულ დონეზე კვლავაც გაგრძელდეს

არ გამოვრიცხავთ, რომ ვაქცინაცია ამბულატორიულ დონეზე კვლავაც გაგრძელდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღეს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, მოუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია ამ ეტაპზე მრავალპროფილურ კლინიკებში ხორციელდება, სამომავლოდ პროცესის კვლავაც ამბულატორიულ დონეზე დაბრუნება არ გამოირიცხება.

„ჯანდაცვის მინისტრი, რა თქმა უნდა, გრძნობს პასუხისმგებლობას და ეს არის თითოეული იმ ადამიანის პასუხისმგებლობა, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს. ის ფაქტი, რომელიც მოხდა ახალციხეში და ის გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაციის პროცესი გადავიტანეთ მრავალპროფილურ დაწესებულებებში, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ შემდეგი ეტაპისთვის ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდეს და კვლავ განხორციელდეს ამბულატორიულ დონეზეც. ამასთან დაკავშირებით საქართველოს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება და შესაბამისად, ჩვენ გამოვიყენებთ არსებულ პრაქტიკასა და იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ჯანმოსგან გვაქვს და მათგან რეკომენდებულია, რომ ამბულატორიულ დონეზე განხორციელდეს ვაქცინაცია. არ გამოვრიცხავთ, რომ კვლავ ასე გავაგრძელოთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა