თეგებით ძიება

საშიშროება მცხეთა-სტეფანწმინდის საავტომობილო გზაზე

მცხეთა-სტეფანწმინდის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე სახიფათო მდგომარეობაა. კლდოვანი ზედაპირი, რომელიც ამ ადგილებისთვისაა დამახასიათებელი განიცდის ეროზიას.

მცხეთა-სტეფანწმინდის საავტომობილო გზა სატრანზიტო ფუნქციასაც ასრულებს, შესაბამისად, ამ მონაკვეთზე მოძრაობა თითქმის ყოველთვის დატვირთულია.

დღეს ამ მონაკვეთზე გადაადგილება საფრთხის შემცველია, რადგან არსებობს მეწყერის საშიშროება. საფრთხე ექმნება ასევე ამ მონაკვეთის მიმდებარედ დასახლებულ მოსახლეობასაც, რადგან ამ მონაკვეთზე ქანები იშლება და საავტომობილო გზაზე ცვივა.

საშიშროება მცხეთა-სტეფანწმინდის საავტომობილო გზაზე


ჟინვალის წყალსაცავის მიმდებარე მონაკვეთზე მიღებულია შესაბამისი ზომები და დამონტაჟებულია სამაგრები საფრთხის პრევენცირებისთვის, თუმცა, როგორც მოსახლეობა ამბობს ქანების ეროზია იმდენად სწრაფად მიმდინარეობს, რომ სამაგრები ვერ ახერხებს ნაშალის შეკავებას, რაც ხშირად იწვევს საავტომობილო მიმოსვლის შეფერხებას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა