თეგებით ძიება

„ჩემს მდგომარეობაში ყოფნას არავის არ ვუსურვებ… ეს მეორე შვილია ჩემი დაღუპული – მეგი ბაქრაძის მამა

გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის მეუღელე და მამა ობიექტური გამოძიების წარმართვას ითხოვენ.

„ჩვენ მხოლოდ სიმართლე გვაინტერესებს, სხვა არაფერი. გავიგოთ რა მოხდა ჩემი შვილის თავზე. ყველა დედის შვილის ცოდოა. ეს მეორე შვილია ჩემი დაღუპული. მე ბიჭი მაკლია. ჩემს მდგომარეობაში ყოფნას არავის არ ვუსურვებ. ეს მხოლოდ ჩემი ოჯახის ტრაგედია არაა, მთელი ქვეყნის ტრაგედიაა,” – განაცხადა მეგი ბაქრაძის მამამ ვეფხია ბაქრაძემ.

ცნობისთვის, 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა