ტესტი: კონცენტრაციის უნარი
თუ რამდენად გვაქვს განვითარებული "კონცენტრაციის უნარი“ ეს განსაზღვრავს ჩვენი გონებისა და აზროვნების დონეს. ასევე განსაზღვრავს ჩვენი სულის სიძლიერეს, სიმშვიდის და თავდაჯერებულობის პიროვნულ მდგომარეობასა და ჩვენი ცხოვრების დონეს!
როდესაც რაიმე პრობლემა ან რთული ამოცანა წამოიჭრება ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე, ზუსტად კონცენტრაციის უნარი გვეხმარება. როდესაც რაიმეს შექმნა ან წამოწყება გვსურს, ზუსტად კონცენტრაციის უნარი გვეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში!
ენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე გთავაზობთ საინტერესო ტესტს, რომელიც დაგეხმარებათ განსაზღვროთ თქვენი კონცენტრაციის დონე:
დააკვირდით ფოტოზე ყველა გამოსახულებას და რომელიც თქვენს თავთან და მდგომარეობასთან ასოციაციას გამოიწვევს ინტუიციურად აირჩიეთ გამოსახულება.
პასუხები იხილეთ ნუმერაციის მიხედვით:
1. მზე:
დღის სინათლე ეს არის თქვენთვის ყველაზე ეფექტური სამუშაო პერიოდი. არ აქვს მნიშვნელობა საიდან იღებთ ინფორმაციას ან რას საქმიანობთ?! უბრალოდ რაღაც მომენტში თქვენ თავად ხვდებით, რომ იცით ის, რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, რომელიც გცვლით და იწყებს თქვენს სასიკეთოდ მუშაობას.
2. წყალი:
თქვენი სტიქია არის წყალი. ზღვის, განთიადის, მზის ჩასვლის და ლამაზი პეიზაჟების ყურება, ჩანჩქერის ხმის მოსმენა, ზღვაში ცურვა და თბილ ქვიშაზე ნებივრობა. როდესაც გინდათ გადაწყვეტილების მიღება მიდით წყალთან, იცურავეთ, მიიღეთ აბაზანა, ცხელი შხაპი, თქვენ შეგიძლიათ წყალთან საუბარი და მისი მოსმენა თუ რას გეუბნებათ წვიმის წვეთებიც კი.
3. სივრცე:
თქვენ გჭირდებათ დიდი სივრცე, რომელიც გადაშლილია თქვენს წინ. როდესაც ღელავთ უბრალოდ განმარტოვდით თქვენს სივრცეში. მაგრამ გახსოვდეთ, რომ სამყარო გადაშლილია თქვენს წინაშე და ის არის მეგობრული და კეთილგანწყობილი, ახლობლური. ზუსტად ასეთი ხედვით დაინახავთ კეთილ სამყაროს თქვენს წინაშე, რაც დაგეხმარებათ ყველაზე ეფექტური და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
4. ენერგია:
იმისთვის, რომ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება და გადაჭრათ თქვენი ცხოვრებისეული ამოცანები, ამისათვის, მნიშვნელოვანია თქვენ იყოთ სავსე ენერგიით, ბევრი ენერგიით, რადგან თქვენი გონება მჭიდროდ არის დაკავშირებული სხეულთან, (რათქმაუნდა ყველასთვის ასეა, მაგრამ თქვენ განსაკუთრებული გავლენა გაქვთ) ამიტომ, როდესაც ენერგიისა და ძალის ნაკლებობას გრძნობთ, ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას, არამედ კონცენტრირდით იმ საკითხზე, თუ რა გზით შეივსოთ ენერგიითა და ძალით.
5. მწერალი:
თქვენ იღებთ ფურცელს, კალამს და იწყებთ წერას. თუმცა რასაც წერთ, არა თქვენი გონებიდან მოდის ეს ინფორმაცია, არამედ ზეციდან და ამ დროს გაოცებთ რასაც წერთ, ნუთუ ეს მე დავწერე?! ტექსტების დახმარებით თავად ხედავთ პრობლემისგან გამოსავალს, კითხულობთ პასუხებს, ამიტომ, როდესაც პრობლემის გადაწყვეტა გსურთ ეს საშუალება თქვენთვის უნიკალურია.
6. მასწავლებელი:
თქვენ კარგად გამოგდით, როდესაც სხვას უხსნით რაიმეს, თუმცა კარგი იქნება, თუ პრობლემაზე უბრალოდ კი არ ისაუბრებთ, არამედ, ახსნით მიზეზებს, ამიტომ, თუ ვინმეს მსგავსი საკითხი აქვს მოსაგვარებელი, რაც თქვენ, შეგიძლიათ მასთან ერთად მოაგვაროთ თქვენიც და მისი საკითხიც, რადგან როდესაც სხვას ეხმარებით პრობლემის მოგვარებაში, თქვენი პრობლემური საკითხიც გვარდება.
7. მწვერვალი:
იმისათვის, რომ უკეთ კონცენტრირდეთ მოსაგვარებელ საკითხზე, თქვენ გჭირდებათ სიმაღლიდან პრობლემის დანახვა, ზევიდან გადმოხედვა საკითხის, ყველა პერსპექტივის გათვლა და გააზრება, დანახვა მომავლის და გააზრება თუ რამდენად პერსპექტიულია ეს ყოველივე თქვენთვის 5 წლის შემდეგ.
8. გაჩერება:
გამოდით მოუსვენრობიდან და შფოთვებიდან, აუცილებელია მშვიდად უსმინოთ თქვენს აზრებს, ეს კი ყველაზე კარგად ბუნებაში გამოგივათ, კონცენტრირდით ნათელ იდეებზე.
9. სამყარო ხელის გულზე:
პრობლემა დააპატარავეთ თქვენს გონებაში და აღქმაში, იმისათვის, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. წარმოიდგინეთ, რომ სიტუაცია ხელის გულზე გიდევთ და მთლიანად ხედავთ, მართავთ მას და შეგიძლიათ მისი შეცვლა, თუნდაც დაუჯერებლად მოგეჩვენოთ!