თეგებით ძიება

პატივს მივაგებთ დათა ვანიშვილის ხსოვნას - აშშ-ის საელჩო

ხურვალეთის მკვიდრის დათა ვანიშვილის გარდაცვალებას საქართველოში აშშ-ის საელჩო ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს:

„პატივს მივაგებთ დათა ვანიშვილის ხსოვნას, რომლის სიმტკიცეც რუსული ოკუპაციის პირისპირ ყველასთვის შთაგონების წყაროდ დარჩება, ვიდრე რუსეთი არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს”, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლო დათა ვანიშვილი 19 მარტს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის გამუდმებით იმყოფებოდა რუსული სამხედრო ძალების მიერ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ, მავთულხლართები კი ოკუპანტებმა სწორედ მისი ეზოს გავლით გააბეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა