თეგებით ძიება

გულმა ვეღარ გაუძლო… ნახვა ვერ მოვასწარით – რა ეუცნაურა გიგი გაჩეჩილაძეს გარდაცვლილი დედის დიაგნოზში

დედის, ქორეოგრაფ ლარისა გაჩეჩილაძის გარდაცვალების შემდეგ მისი შვილი მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძე პირველ კომენტარს „თბილისელებთან“ აკეთებს.

„კლინიკაში ინსულტის დიაგნოზით შევიყვანეთ, თუმცა შემდგომ აღმოჩნდა, რომ მას კოვიდიც დაუდასტურდა – ეს ძალიან უცნაური იყო, რადგან ოჯახში სხვას არავის გვქონია და დედა, ფაქტობრივად, გარეთ არ გადიოდა, თუმცა ფაქტია, რომ ასე მოხდა. რომ გვეგონა, ყველაფერი უკეთესობისკენ მიდიოდა, სიტუაცია დამძიმდა, თუმცა მკურნალობას ემორჩილებოდა და ვერ წარმოვიდგენდით, თუ ყველაფერი ასე დასრულდებოდა. აღმოჩნდა, რომ გულმა ვეღარ გაუძლო… მთელი ეს პერიოდი ვცდილობდით, ჩვენთვის დედის ნახვის უფლება მოეცათ და როგორც იქნა, დაგვრთეს ნება, მაგრამ ვეღარ მოვასწარით – წინა საღამოს დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ გარდაიცვალა…“, – იხსენებს გიგი გაჩეჩილაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა