თეგებით ძიება

ჩვენ პროპაგანდას ვერ გავწევთ” – მეუფე თეოდორე ვაქცინაციაზე

ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე თეოდორე ჭუაძე აცხადებს, რომ ვაქცინაციის პროცესში პასუხისმგებელი მედიკოსები არიან და საზოგადოების ინფორმირება მათი მოვალეობაა.

მეუფე თეოდორეს თქმით, ეკლესია ვაქცინაციის პროცესში ვერ ჩაერევა, პროპაგანდას ვერ გასწევს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ვაქცინის გაკეთება იყოს ადამიანის თავისუფალი არჩევანი.

“სინოდზე იყო გაჟღერებული და ჩვენ ვთქვით, მთავარი არის ის, რომ ადამიანის ნება იყოს გამოხატული. მან თვითონ უნდა გადაწყვიტოს და მთავარია კიდევ ის, რომ რომ გადაწყვიტოს, უნდა იყოს კარგად ინფორმირებული. მედიკოსების მოვალეობაა, რომ კარგად იყვნენ ინფორმირებული ადამიანები. ჩვენ პროპაგანდას ვერ გავწევთ, როგორც ვთქვით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით. მედიკოსებმა უნდა გააკეთონ, მათი სფეროა და პასუხისმგებლობაც მათ უნდა აიღონ იმაზე, როგორ მიმდინარეობს და როგორ წავა ეს ვაქცინაცია.„, – განაცხადა მეუფე თეოდორემ.

ცნობისთვის, საქართველოში “ასტრაზენეკას” ვაქცინა 13 მარტს შემოვიდა, ხოლო 15-ში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. იმუნიზაცია ქვეყანაში ნელი ტემპებით მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალს უტარდება და ერთი კვირის განმავლობაში მხოლოდ 3 818 პირი აიცრა. სურვილი ვაქცინაციაზე კი 5246-მა ადამიანმა გამოთქვა.

ქვეყანაში “ასტრაზენეკას” 43 ათასი დოზაა შემოტანილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა