თეგებით ძიება

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომაზე დანიელსონის საქართველოში განმეორებითი ვიზიტის შესახებ საკითხი განიხილეს

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ბლოკში შემავალი წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ.

როგორც "რადიო თავისუფლების" ბრიუსელელი კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი იუწყება, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა ევროკავშირის მინისტრებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტისა და მისი მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრების შესახებ მოახსენა. ბორელმა ისიც აღნიშნა, რომ შეხვედრა წარმატებით ვერ დასრულდა. ამიტომ, წამოიჭრა საკითხი, დანიელსონის საქართველოში განმეორებითი ვიზიტის შესახებ.

ჯერ არ არის ცნობილი, როდის ჩაინიშნება განმეორებითი ვიზიტი. ცოტა მოგვიანებით დანიელსონისა და შარლ მიშელის შეხვედრის შემდეგ გახდებგა ცნობილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა