თეგებით ძიება

"ბათუმის შუქურა" - ბათუმის წარსულის ანარეკლი

ბათუმი მდიდარია ღირსშესანიშნავი ადგილებით, მათ შორისაა, „ბათუმის შუქურა“, რომელიც ადასტურებს, რომ ბათუმი ოდითგანვე იყო საპორტო ქალაქი. უფროსი თაობა იხსენებს, რომ ბათუმის სანაპიროზე ხშირად შემოდიოდა ხომალდები, რომელებიც ერთი ორად ზრდიდნენ ქალაქის მშვენიერებას.

რატომ "შუქურა" საიდან მოდის ეს სახელწოდება?!

"ბათუმის შუქურა“ 1863 წელს აიგო. ზუსტად ის პერიოდია, როდესაც აჭარას თურქ-ოსმალებს კერძოდ შუქურათა დინასტია მართავდა, აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც.

"ბათუმის შუქურა" - ბათუმის წარსულის ანარეკლი


შუქურა უკვე 150 წელზე მეტია შავ ზღვაში შემოსულ გემებს მიმართულებას აძლევს. მისი ნათება 14 საზღვაო მილს აღწევს.

საუკუნოვანი ისტორიის გარდა, შუქურას გააჩნია უნიკალური მდებარეობა, სადაც გრძედისა და განედის 41 გრადუსიანი პარალელი ემთხვევა ერთმანეთს.

თავდაპირველად ამ შენობაზე დიოპტიური ნათურა იყო დამონტაჟებული და სწორედ ის ეხმარებოდა ბათუმის ნავსადგომთან, მისულ მეზღვაურებს ნისლსა და სიბნელეში სანაპირო ზოლის გარჩევაში.

მოგვიანებით, 1882 წელს, "ბათუმის შუქურას" რეკონსტრუქცია ჩაუტარეს საფრანგეთიდან მოწვეულმა კონსტრუქტორებმა. მათ კოსნტრუქციას ფორმა შეუცვალეს და ქვის მრავალწახნაგოვანი შუქურა ააგეს, რომელიც დღემდე სძენს ქალაქს მშვენიერებას.



"ბათუმის შუქურა“ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. მასში განთავსებულია ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველო, სადაც 24 საათის განმავლობაში სინოპტიკოსები მუშაობენ და ამინდს აკვირდებიან. აღსანიშნავია რომ „შუქურას“ არსებობაზე, სწორედ ბათუმის ჰიდროგრაფიული სამსახური ზრუნავს.



მას, ვისაც სურვილი გაუჩნდება ბათუმის შუქურა ნახოს, ასასვლელად 48 საფეხურიანი კიბის გავლა მოუწევს, მაგრამ იქ ასული დაინახავს ულამაზეს ბათუმს და მის შემოგარენს. იმ სიმწვანესა და სისადავეს, რაც ბათუმისთვისაა დამახასიათებელი.

დასასრულს მინდა შეგახსენოთ, რომ აქ მოცემული ინფორმაცია, საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ეს შენობა ბათუმს აიგივებს „პორტო ფრანკოსთან“. გვახსენებს ჩვენი ქალაქის სიძველესა და გვინახავს წარსულს, რომლიც არასდროს დაგვავიწყდება.

ავტორი: დიანა დევაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა