თეგებით ძიება

ტესტი: აირჩიეთ საფულე და გეტყვით როგორ გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა

ყველანი ვცდილობთ გავიუმჯობესოთ მატერიალური კეთილდღეობა. ვიღაცას მარტივად გამოსდის, ვიღაცას არა. რაშია საიდუმლო? როგორც აღმოჩნდა, ყველას თავისი აქვს.

წარმოგიდგენთ ტესტს, რომელიც წარმატების საიდუმლოს გაგიმხელთ. მოკლე ფინანსური პროგნოზი შემოდგომისთვის:

აირჩიეთ საფულე

ყურადღებით შეხედეთ სურათებს და აირჩიეთ ის საფულე, რომელიც ყველაზე მეტად იქცევს თქვენ ყურადღებას და ყველაზე მეტად მოგწონთ.

ტესტი: აირჩიეთ საფულე და გეტყვით როგორ გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა


თუ პირველი საფულე მოგეწონათ, მაშინ თქვენი გზა მატერიალური კეთილდღეობისკენ – ფიქრების სიწმინდე და მორალია. თუ მოიტყუებით და გასცემთ – ფული არ შემოგივათ. ყოველთვის დაიცავით საკუთარი პრინციპები, იარეთ დასახული გზისკენ და არ ჩაიდინოთ ბინძური ხრიკები, როცა იღბალი თქვენკენ იქნება.

თუ ამ გზას მიყვებით, შემოდგომა ოქროს პერიოდად გექცევათ და მალე შეძლებთ გამდიდრებას.

თუ მეორე საფულე მოგწონთ, სიმდიდრის საიდუმლო თქვენს თავშია. იდეების გენერატორი ხართ! თქვენი მოქნილი გონება, ფართო ხედვა და სიბრძნე დაგეხმარებათ წარმატებულად გამდიდრდეთ. სჯობს რეალიზება ფინანსურ ან იურიდიულ სფეროში.

ეს შემოდგომა ბევრ შესაძლებლობას და იდეას გაჩუქებთ. თუ მათ გაანხორციელებთ, ფინანსური კეთილდღეობა არ დააყოვნებს.

თუ მესამე საფულე არჩიეთ, თქვენი მთავარი საიდუმლო რწმენაშია. არ აქვს მნიშვნელობა ვისი ან რისი გწამთ. მთავარია ის გაძლევთ ძალას და შთაგაგონებთ წინსვლას. წარმატების მისაღწევად დაიჯერეთ საკუთარი თავის და ძალების. ცოტაოდენი თავდაჯერებულობა ამ შემოდგომაზე დალხინებულ ადამიანად გაქცევთ.

მეოთხე საფულე აირჩიეთ? მაშინ სიმდიდრე მოგიტანთ ყველაფერს, რაც სახლთან და მყუდროებასთანაა კავშირში. რემონტი, მშენებლობა ან კულინარია – სწორედ ეს შემოიტანს თქვენს სახლში ფულს. მთავარია, რომ მოგწონთ ადამიანებისთვის მყუდროების და კომფორტის ჩუქება.

შესაძლოა სწორედ ამ შემოდგომაზე მოგივიდეთ იდეა, როგორ გამოიმუშაოთ ფული საკუთარი ხელებით რაიმეს შექმნისას. თუ რამე უნარები გაქვთ, თამამად გამოიყენეთ. შემოდგომა ამისთვის ოქროს დროა!

მე-5: სურვილი მუდამ იაროთ წინ – თქვენი სიმდიდრის საიდუმლოა. თუ რუტინაში გაეხვიეთ, სწრაფად უნდა დააღწიოთ მისგან თავი. ის სიმდიდრეს არ მოგიტანთ. აი მოგზაურობა და სპორტი თქვენთვისაა. გამოგივათ აქციოთ ჰობი შემოსავლიან საქმედ. საჭიროა მხოლოდ ცოტაოდენი ძალისხმევა.

თუ მეექვსე საფულემ მიიქცია თქვენი ყურადღება, მაშინ გზა აყვავებისკენ – გაუმაძღრობაა. საქმე ეხება არ ასიხარბეს, არამედ ცხოვრებით გაუმაძღრობას. სიცოცხლისგან სიამოვნებას იღებთ და სიხარულით იყენებთ ყველაფერ იმას, რასაც ის გაძლევთ. შეგიძლიათ გაუზაროთ ეს სიამოვნება ხალხს, რისი მეშვეობითაც შეიქმნით ფინანსურ სტაბილურობას.

შემოდგომა მკაცრი იქნები თქვენ მიმართ, მაგრამ თუ შეძლებთ სიტუაციის თქვენ სასარგებლოდ შეცვლას, ფული მოგიბრუნდებათ. ამ პერიოდში ფინანსებთან ფრთხილად უნდა იყოთ.

ეზოთერიკები ამბობენ, რომ საფულე ძლიერად მოქმედებს მატერიალურ კეთილდღეობაზე და მის არჩევას დიდი სიფრთხილით უნდა მივუდგეთ.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ “სწორი” საფულის ყიდვით გამდიდრდებით. ეს ნიშნავს, რომ მისგან მომავალი ენერგია ფულს მოიზიდავს.

პირველ რიგში, საფულე უნდა მოგწონდეთ და თქვენში დადებითი ემოციები აღძრას. ძიებას შესაძლოა დიდი დრო დაახარჯოთ. აიღეთ ხელში და წარმოიდგინეთ მომავალში. ხედავთ თავს მდიდარ ადამიანათ? არის ის თქვენი საფულე? დაგეხმარებათ მის მიღწევაში?

დიდ როლს თამაშობს ხარისხი. სჯობს აირჩიოთ ნატურალური ტყავი. ფერს მნიშვნელობა არ აქვს.მოხერხებული უნდა იყოს თანხის ადვილად განსათავსებლად.

არასდროს ატაროთ ძველი ან გახეული საფულე. პატივისცემით და ფრთხილად მოექეცით ფულს. მაგრამ, ფულს ჯიბითაც ნუ ატარებთ.

genius.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა