ეკლესიას კორონავირუსის ვაქცინის შესახებ მოსახლეობის 47% ენდობა - NDI-ის კვლევა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, რელიგიურ ლიდერს/ეკლესიას კორონავირუსის ვაქცინის შესახებ მოსახლეობის 47% ენდობა, 15% ეკლესიას უნდობლობას უცხადებს, 33% კი სასულიერი პირებისგან Covid-19-ზე ინფორმაციას არ იღებს.
მოსახლეობის 74%-ს კორონავირუსის ვაქცინის შესახებ სამედიცინო სფეროს მუშაკებს (დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გარდა) ენდობა. არ ენდობა 19%.
62% Covid-19-ის შესახებ ხელისუფლების ინფორმაციას ენდობა, 30%-ს კი მთავრობის არ სჯერა.
მედიის მიმართ ნდობას 56%-ს აქვს, ჟურნალისტების არ სჯერა 34%-ს.
დანარჩენი დაწესებულებების მიმართ ნდობა ასე გადანაწილდა:
კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.