თეგებით ძიება

ეკატერინე ტიკარაძე “ასტრაზენეკას” ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრა.

მინისტრმა აცრა საჩხერის სამედიცინო ცენტრში პირდაპირ ეთერში გაიკეთა.

შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. საქართველოში ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოიტანეს, რომელიც თავდაპირველად მედპერსონალისთვისაა გათვლილი.

ვაქცინაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 მარტიდან ვაქცინაციის პროგრამაში 65 წელს გადაცილებული მოქალაქეებიც ჩაერთვებიან.

ინფორმაციითვის, “ევროპის წამლების სააგენტოს” მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტურია“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა