თეგებით ძიება

როგორ გრძნობს თავს ვაქცინაციის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრი

თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, უკუჩვენება რომ ყოფილიყო, მე ვაქცინაციას არ ჩავიტარებდი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის შემდეგ განაცხადა.

„გუშინ საჩხერის კლინიკისა და მედპერსონალთან მიმართებით გაისმა საყვედური, რომ ისინი უარს აცხადებდნენ ვაქცინაციის პროცესზე. მე, რა თქმა უნდა, ვგრძნობ პასუხისმგებლობას კლინიკაზე, რომლის დირექტორიც რამდენიმე წელი ვიყავი და მიმაჩნია, რომ ამ კლინიკის სამედიცინო პერსონალს, როგორც თვითონ კლინიკას მრავალწლიანი გამოცდილება და სამედიცინო სფეროში მოღვაწეობის ტრადიცია აქვს. ისინი, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ გრძნობენ მაღალ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას.

მიმაჩნია, რომ ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო პერსონალის გამჭვირვალე ჩართულობა არის მნიშვნელოვანი როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე ექიმებისა და იმ კლინიკისთვის, სადაც მე ბევრი დადებითი წელი მაქვს გატარებული. ჩავთვალე, რომ ჩემი ვაქცინაციის აქ ჩატარება იქნებოდა გარკვეულწილად სიმბოლურიც და დიდი მოტივის მომცემიც როგორც საჩხერის კლინიკის მედპერსონალისთვის, ასევე ამ რეგიონისთვის. უკუჩვენება რომ ყოფილიყო, მე ვაქცინაციას არ ჩავიტარებდი. სწორედ აქედან გამომდინარე იქნა შევსებული კითხვარი, რომელსაც გავეცი დეტალურად პასუხები, ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა