თეგებით ძიება

გერმანელი ინჟინერ-გეოლოგი: უსაფრთხოების ის ზომები, რომლებიც ქართველმა კოლეგებმა ვაშლიჯვრის ფერდობზე მიიღეს, აბსოლუტურად სწორია

ჩემს კოლეგასთან ერთად, გუშინ ორი საათის განმავლობაში ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე იმ ადგილზე ვიყავი გასული, სადაც არის ნაპრალი. ჩვენი შეხედულებით საკითხი არის ძალიან კომპლექსური, რომლის გადაჭრის ერთი კონკრეტული გზა არ არსებობს, - ამის შესახებ გერმანიიდან მოწვეულმა სპეციალისტმა, პეტერ ნიუმანმა თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„უსაფრთხოების ის ზომები, რომლებიც არის განხორციელებული ვაშლიჯვრის ფერდობზე, არის აბსოლუტურად სწორი. კერძოდ, მუხრან მაჭავარიანის გზის დაკეტვა და მოძრაობის შეზღუდვა არის მართებული. ესაა ინიცირების ფაზა, შესაძლო მასშტაბური მეწყრის. უნდა განვახორციელოთ პირველადი ზომები. ამ ზომებში შედის გასამაგრებელი სამუშაოები, დრენაჟები და მონიტორინგის ზომები. რა თქმა უნდა, უნდა გამოვიჩინოთ დიდი ყურადღება, დავეყრდნოთ გეოლოგიურ კვლევებსა და მივიღოთ ზომები“, - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.

ამასთან, პეტერ ნიუმანმა განაცხადა, რომ ძალიან ბევრი ქანია გამოთავისუფლებული, რაც ართულებს სამუშაო პროცესს. „რა თქმა უნდა, მოხდება ამ პროცესის იდენტიფიცირება და შემდეგ უკვე შესაბამისი ზომების მიღება“, - აღნიშნა ინჟინერ-გეოლოგმა.

გასული წლების განმავლობაში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან ამ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა