თეგებით ძიება

10 ყველაზე ძვირადღირებული ფერის ბრილიანტი


ვინც ფიქრობს, რომ ძვირფასეულობა შესანიშნავია, სტატია ფერადი ბრილიანტების შესახებ არ უნდა წაიკითხოს. ბრილიანტები უპირველეს ყოვლისა, ძვირია და რადგან ძვირია, მაშინვე ჩნდება კითხვა - რამდენად? მოდი გავარკვიოთ, რომელი ფერის ბრიალიანტის ფასობს ყველაზე ძვირად?

1. წითელი - 3 913 894 დოლარი
წითელი ბრილიანტები წარმოუდგენლად იშვიათია და შესაბამისად, ყველაზე ძვირია. მაგალითად, 5.11 კარატიანი Moussaieff Red Diamond 20 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

10 ყველაზე ძვირადღირებული ფერის ბრილიანტი


2. ლურჯი - 3 343 589 დოლარი
ლურჯი ბრილიანტები ყველაზე ძვირფასი სამკაულების ტოპებში ლიდერობენ. გაიხსენეთ „ოკეანის გული“ „ტიტანიკიდან“, მაგრამ წონის მხრივ, ყველაზე ძვირადღირებული შეუდარებელი სიწმინდის უიშვიათესი ლურჯი ქვა, ზოი იყო. Sotheby\'s-ის აუქციონზე ის 32,6 მილიონ დოლარად გაიყიდა.

[center]


3. ნარინჯისფერი - 2 398 151 დოლარი
გამჭვირვალე, კაშკაშა, განსაკუთრებით სუფთა და მდიდარი ფერით (ფერად ბრილიანტებში ეს მახასიათებლები განსაკუთრებით ფასობს) - 14,82 კარატიანი „ფორთოხალი“ 35,5 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს რეკორდული ფასია ნარინჯისფერი ქვების გაყიდვის ისტორიაში.



4. ვარდისფერი - 1,862,792 აშშ დოლარი
სწორედ ვარდისფერი ბრილიანტი „ვარდისფერი ვარსკვლავი“ ინარჩუნებს ყველაზე ძვირადღირებული ბრილიანტის ტიტულს მსოფლიოში, მაგრამ წონით კიდევ ერთი რეკორდსმენია - 24,78 კარატიანი „ვარდისფერი გრაფი“. მისი განსაკუთრებული ფერი აუქციონის მონაწილეებმა 46,16 მილიონ დოლარად შეაფასეს.



5. იასამნისფერი - 1,413,427 აშშ დოლარი
ალბათ, წითელზე უფრო იშვიათი იისფერი ბრილიანტია, მაგრამ ის ამ ფერით ბუნებაში თითქმის არ გვხვდება. ამიტომაც გამოიწვია Argyle Violet- მა ასეთი აჟიოტაჟი. მიუხედავად მცირე წონისა (2.83 კარატი),ის 4 მილიონ დოლარად შეფასდა. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ იმ მაღაროს 32 წლიანი მუშაობის განმავლობაში, რომელშიც იასამნისფერი ლამაზმანი იპოვეს, ასეთი იშვიათი ფერის მხოლოდ 12 კარატი ალმასია ნაპოვნი.



6. მწვანე - 250 000
დიდი წონის მწვანე ბრილიანტს ვერ ერთ აუქციონზე ვერ შეხვდებით. ერთ კარატიანი ქვების შეძენა 250 000 დოლარიდან არის შესაძლებელი, მაგრამ უფრო დიდი ზომის ბრილიანტებს მფლობელები გასაყიდად ვერ იმეტებენ.



7. ყვითელი - 112 697 დოლარი
ყვითელი ბრილიანტი სხვა ფერებთან შედარებით, იაფფასიანად ითვლება გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმე დიდი ისტორიის მქონე ქვებს ეხება, როგორიცაა „სანსი“ ან განსაკუთრებით დიდ და ნათელ ნიმუშებს, როგორიცაა „მზის წვეთი“. სწორედ ეს „მძიმეწონიანი“ (110.03 კარატი) გახდა ყველაზე ძვირადღირებული ყვითელი ბრილიანტი, რომელიც Sotheby\'s– ში 12,4 მილიონ დოლარად გაიყიდა.



8. ნაცრისფერი - 39 693 დოლარი
ნაცრისფერი ბრიალიანტი ძვირადღირებულ ქვად არ ითვლება, მაგრამ თუ საქმე უნიკალურ სამკაულებს ეხება, ფასი შეიძლება გაიზარდოს. მაგალითად, ისტორიის მქონე 35,27 კარატიანი „მაროკოს სულთნის ბრილიანტი“ მყიდველს 250 ათასი აშშ დოლარი დაუჯდა (ამჟამინდელი ფასით1,4 მლნ დოლარი).



9. ყავისფერი - 30 303 დოლარი
ყავისფერი ბრილიანტი ფასი დამოკიდებულია მისი ფერის ტონებზე და ზომაზე. ყველაზე ძვირი მოწითალო-ყავისფერი ტონებია, სუფთა ყავისფერი კი გაცილებით იაფია, ვიდრე უფერო ქვები.



10. შავი - 10 433 დოლარი
დიდი ხნის განმავლობაში, იუველირებმა უარს აცხადებდნენ შავ ბრილიანტებთან მუსაობაზე, რადგან ამ ქვების მთელი სილამაზე თვალისმომჭრელ სიკაშკაშეშია, მაგრამ გამონაკლისებიც არსებობს. მაგალითად, 33,74 კარატიანი ალმასი „შავი ორლოვი“ ყველაზე ძვირადღირებულია (წონით) შავი ბრილიანტია. იგი Christie\'s- ის აუქციონზე 352,000 დოლარად გაიყიდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა