თეგებით ძიება

საბედისწერო თარიღი – გარდაცვლილი ექთანი დღეს დაკრძალეს, ხვალ კი მისი დაბადების დღეა

მედიკოსი მეგი ბაქრაძე, რომელსაც ვაქცინაციის შემდეგ სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და გარდაიცვალა, დღეს, 23 მარტს დაკრძალეს.

ადიგენის სოფელ ბოლაჯურში დილიდან სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება შეინიშნებოდა. მოსალოდნელი ექსცესების თავიდან ასაცილებლად პოლიციას გზა ჰქონდა გადაკეტილი და მოძრაობა შეზღუდული იყო.

24 მარტს მეგი ბაქრაძის დაბადების დღეა. ჯერ კიდევ კომაში მყოფ შვილს, იტალიაში მყოფმა დედამ გამამხნევებელი წერილი სოციალურ ქსელში დაუწერა:„ჩემო სულო და გულო ვიცი შენ ამას გაუძლებ, ჩემო მონატრებულო, უზომოდ მიყვარხარ. აბა შენ იცი როგორ შეხვდები შენს დაბადების დღეს“, – წერდა მეგის დედა.

შეგახსენებთ, რომ მეგი ბაქრაძე კოვიდ-კლინიკა „იმედში“ მუშაობდა. მედდა სამედიცინო პერსონალთან ერთად, 18 მარტს აიცრა.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა