თეგებით ძიება

გარე სამყაროს მოწყვეტილი გუდამაყარი - ფასანაურთან კლდე ჩამოიშალა

ფასანაურთან კლდე ჩამოიშალა და გუდამაყარი გარე სამყაროს მოწყდა. ამ წუთებში ადგილზე შეზღუდულია მოძრაობა, რადგან გზის სავალი ნაწილი დიდი ლოდებით სრულად არის დაფარული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მივიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები, თუმცა ჩამოშლილ მასასთან მიახლოება ვერ შეძლეს, რადგან კლდე ისევ განაგრძობს შლას.

ტერიტორიაზე ექსპერტებსა და გეოლოგებს ელოდებიან, მანამდე კი გზის გაწმენდა შეუძლებელი ხდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა