თეგებით ძიება

მეწყერი ჩამოწვა - რა მდგომარეობაა სტიქიის ადგილზე ცაგერში

ცაგერის მუნიციპალიტეტში ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, - ამის შესახებ ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, ხანგრძლივი, გადაუდებელი წვიმის გამო გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა ჩამოშალა დიდი მოცულობის მასა, რამაც დააზიანა საავტომობილო გზა და 10 ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა.

"აქტიური მეწყრული პროცესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე შეუძლებელია არსებული გზის გაწმენდა და აღდგენითი სამუშაოების დაწყება. სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე შეხვდა სოფლის ადგილობრივ მოსახლეობას, გაეცნო მათ საჭიროებებს და დაიგეგმა ალტერნატიული გზის გახსნა, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ამინდის გამოსვლასთან ერთად დაიწყება დროულად, რათა მოსახლეობას არ შეექმნას გადაადგილების პრობლემა", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

[flash=425,264]

Posted by ცაგერის მუნიციპალიტეტი on სამშაბათი, 23 მარტი, 2021
[/flash]


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა