10 ნიშანი იმისა, რომ კარგად არ იცნობთ თქვენს პარტნიორს
როგორ გაერკვეთ, თუ რამდენად გიხდებათ ესა თუ ის ადამიანი.
ახალ ურთიერთობებში შესვლისას აუცილებელია გახსოვდეთ, რომ თანაცხოვრება არა მარტო პაემნებისგან, სეირნობებისა და ერთობლივი შენაძენისგან, არამედ ურთიერთგაგებისგან შედგება.
როცა გიყვარდებათ, ხშირად ვერ ხედავთ ნაკლოვანებებს, რომლებიც თქვენი პარტნიორის რეალური პორტრეტის დეფორმირებას იწვევს. ჩაინიშნეთ 10 ნიშანი, რომლებიც გასცემს თქვენი საყვარელი ადამიანის სახეს.
1. არ გაცნობთ ახლობლებსა და მეგობრებს
მეგობრებს თავად ვარჩევთ ჩვენი ინტერესებიდან და პრინციპებიდან გამომდინარე. ხშირად გარშემომყოფები უკეთ საუბრობენ თქვენზე, ვიდრე თქვენ თავად. თუკი თქვენი პარტნიორი ურთიერთობის 6 თვის გაცნობთ მეგობრებს, ეს ნიშნავს იმას, რომ სერიოზულად არ გეპყრობათ. ფსიქოლოგები გირჩევენ, უკეთ დააკვირდეთ იმ ადამიანებს, ვისაც არ ჰყავს მეგობარი ან მალავს თავის მეგობრებს. შესაძლოა თქვენს პარტნიორს სოციალური პრობლემები გააჩნდეს.
2. აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესები და გატაცებები გაქვთ
მეცნიერული კვლევების თანახმად, ნამდვილად ბედნიერი წყვილები უფრო მეტ დროს ატარებენ ერთად და ინტერესებსაც იზიარებენ. სინამდვილეში ეს ყველაფერი აბსოლუტურად ნორმალურია, როცა წყვილს სხვადასხვა ინტერესი გააჩნია, მაგრამ უნდათ დროის ერთად გატარება და ერთმანეთის ინტერესების გაზიარება. შესაძლოა თქვენს პარტნიორს ნადირობა მოსწონს, ლოგიკურია, თქვენ - არა, მაგრამ ჯანსაღ ურთიერთობებში საერთო ჰობი უნდა გამოიძებნოს, რაც მოგცემთ საშუალებას, ერთმანეთი უკეთ გაიცნოთ.
3. პარტნიორს არ უნდა თავის ბავშვობაზე საუბარი
ფსიქოანალიტიკოსი ლეონ ზელცერი ამტკიცებს, რომ ადამიანები, რომლებიც პირად პრობლემებსა და წუხილზე საუბრობენ და არ საუბრობენ თავიანთ ბავშვობაზე, არ სურთ ქაოსის და პრობლემების გახსენება, რომელიც გამოიარეს. პროფესიონალები რეკომენდაციას უწევენ მოგონებების და საკუთარი აღზრდის გახსენების გაზიარებას, ვინაიდან ასე უფრო ლოგიკურია სწორად შეაფასოთ წარსული, ეს კი მოგცემთ საშუალებას, ერთმანეთთან დაახლოვდეთ.
4. სერიოზული კრიზისი არ გადაგიტანიათ ერთად
ურთიერთობის საუკეთესო ტესტი კრიზისული პერიოდის ერთად გადალახვაა, რომელიც ან ძალიან დაგაახლოვებთ ერთმანეთთან, ან დაგაშორებთ. სამსახურის დაკარგვა, ავადმყოფობა, ოჯახში რთული სიტუაცია სწორედ ის ცხოვრებისეული გამოცდაა, რომელიც მოგცემთ საშუალებას, გაიგოთ, ვინ არის თქვენ გვერდით და ამასთანავე, გამოამჟღავნებს პარტნიორის ხასიათს.
5. არასდროს კამათობთ
კამათი წყვილს შორის არ ნიშნავს იმას, რომ არ უხდებით ერთმანეთს. ეს მეტყველებს პიროვნების ინდივიდუალიზმზე, მის თქვენგან განსხვავებულ აზრზე, შეგრძნებებზე. ჯანსაღ ურთიერთობებში ადამიანები მშვიდად გადალახავენ უთანხმოებას კონფლიქტისთვის თავის არიდებით. სწორედ ეს კამათები ავითარებს ურთიერთობებს და ადამიანის გონებრივ მომწიფებას იწვევს.
6. თქვენ არ იცით, რაზე ხარჯავს თქვენი პარტნიორი თანხას და როგორ გამოიმუშავებს
რა თქმა უნდა, არავინ გეუბნებათ იმას, რომ გაცნობის მეორე პაემანზე საერთო საბანკო ანგარიში გახსენით და მოახსენეთ თქვენს პარტნიორს, რაში ხარჯავთ ფულს. აუცილებელია იცოდეთ თქვენი პარტნიორის შეხედულებები შემოსავლებთან მიმართებაში. დააკვირდით, როგორ ანაწილებს ფინანსებს და გააანალიზეთ, რამდენად ახლოსაა თქვენი მიდგომა მასთან. ასე თავიდან აირიდებთ მომავალში საერთო ბიუჯეტის განკარგვისას პრობლემებს.
7. თქვენ არ იცით სამომავლო გეგმები
შესაძლოა, გეგმავთ შობის და დასვენების დღეების ერთად გატარებას, მაგრამ რა იცით სამომავლო გეგმებზე? როდის უნდა დაოჯახება, რამდენი შვილი უნდა? მისი პროფესიონალური ოცნებები და სურვილები როგორია? აუცილებელია გქონდეთ საერთო მიზნები. სწორედ ეს განაპირობებს ჯანსაღი და ჰარმონიული ურთიერთობების შენებას. გააანალიზეთ, რამდენად მოდის ბალანსში თქვენი და პარტნიორის მიზნები, რაც დაგეხმარებათ დროის დაზოგვაში.
8. თავს არიდებთ სერიოზულ საუბრებს
კარლ პილემერი, კორნუელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი, ამტკიცებს, რომ ორ ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესები, მაგრამ აუცილებელია გლობალურ კითხვებში იყოს თანხვედრა. როგორ არის განწყობილი თქვენი პარტნიორი რელიგიისადმი, ღალატისადმი, ორსულობის საკითხსა და ბავშვის აყვანასთან დაკავშირებით. არ მოერიდოთ სერიოზულ საუბრებს, ეს დაგეხმარებათ ერთმანეთის უკეთ გაცნობაში.
9. პარტნიორი ვერ შეგიგრძნობთ თქვენ და თქვენს ემოციურ მდგომარეობას
სახლში მისვლისას თუკი ცუდ ხასიათზე ხართ და პატრნიორი ვერ ამჩნევს ამას, ეს სიახლოვის არქონას უსვამს ხაზს, რაც ნიშნავს იმას, რომ ემოციურად ვერ შეგიგრძნობთ. გამოიტანეთ დასკვნა თავად, თუ რამდენად ცდილობს თქვენი ჩრდილით მოცული მხარე შეიცნოს; სთხოვეთ გამოიჩინოს მხარდაჭერა. ასეთი ნაბიჯები დაგაახლოებთ და ერთმანეთის უკეთ შეცნობაში დაგეხმარებათ.
10. თქვენ ფიქრობთ, რომ იდეალური პარტნიორი გყავთ
ურთიერთობის დასაწყისში ადამიანები ეიფორიაში არიან, რომელიც ბევრ ცუდ ხასიათზე დაგახუჭინებთ თვალს. შეეცადეთ ჯანსაღი გონებით შეაფასოთ ადამიანი, რომელთანაც მომავლის აგებას აპირებთ. თუკი მიგაჩნიათ, რომ თქვენი პარტნიორი არ ცდება, არ გააჩნია სისუსტე, ეს იმის ნიშანია, რომ უფრო მეტი დაკვირვება გმართებთ.
marao.ge