თეგებით ძიება

ლევან რატიანი კავსაძეზე - ვაგრძელებთ მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლას

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მედიკოსის თქმით, მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლა გრძელდება.

"ბატონი კახი, დაახლოებით, ერთი თვეა რაც ჩვენს კლინიკაში მკურნალობს. 2-3 თვის წინ, მას ჰქონდა კოვიდინფექცია, რომელიც წარმატებით დაამარცხა და გაეწერა ჩვენი კლინიკიდან. მაგრამ მას აქვს რამდენიმე ქრონიკული პათოლოგია, რომელიც გაუმწვავდა გარკვეული პერიოდის შემდეგ, და სუნთქვის მწვავე უკმარისობით მოხვდა ჩვენს კლინიკაში. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მხნედ არის და ვაგრძელებთ მასთან ერთად, მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლას.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ შემთხვევაში, ეს არ არის პოსტკოვიდური გართულება. ის როცა ჩვენს კლინიკაში კოვიდს ამარცხებდა, მას ფილტვის დაზიანების ინდექსი მცირე ჰქონდა. გაწერისას ფილტვის დაზიანება აღარ აღენიშნებოდა და, აქედან გამომდინარე, მან წარმატებით დაამარცხა კოვიდინფექცია ჩვენთან ერთად", - განაცხადა ლევან რატიანმა "რუსთავი 2-ის" ეთერში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა