თეგებით ძიება

დაბა გუდაურში, ფასანაურსა და მიმდებარე სოფლებში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი დაზიანდა


მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის დაზიანების გამო, დაბა გუდაური, ფასანაური და მიმდებარე სოფლები გარე სამყაროს არიან მოწყვეტილები და ელექტროენერგია არ მიეწოდებათ.

„ძლიერი ყინულმოცვის (უხვი ნალექისა და ყინვის) გამო, დაზიანდა მაღალი ძაბვის 110 კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი, რის შედეგადაც ელექტროენერგია არ მიეწოდება დაბა გუდაურს, ფასანაურსა და მიმდებარე სოფლებს, ჭართალს, ხანდოს ხეობას, გუდამაყარს. დილის ექვსი საათიდან ჯგუფები მუშაობენ და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც მცხეთა-მთიანეთის მხარის წარმომადგენლობა ავრცელებს.

სახელმწიფო რწმუნებულის დავით ნოზაძის განცხადებით პრობლემის აღმოსაფხვრელად დილის 6 საათიდან შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და მიმდინარეობს ელექტრო ენერგიის აღდგენითი სამუშაოები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა