თეგებით ძიება

ცაგერის მუნიციპალიტეტში მეწყრის გამო 10 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

ცაგერის მუნიციპალიტეტში ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა.

ხანგრძლივი, გადაუღებელი წვიმის გამო გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა დიდი მოცულობის მასა ჩამოშალა, რამაც საავტომობილო გზა დააზიანა და 10 ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა.

აქტიური მეწყრული პროცესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება გზის გაწმენდა და აღდგენითი სამუშაოს დაწყება. სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს ჩავლენ 10 ოჯახთან და სურსათსა და ჰიგიენურ საშუალებებს მიუტანენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა