თეგებით ძიება

საქართველოს მოსახლეობას ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა ექნება

საქართველოს მოსახლეობას ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა ექნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, „იმედის დილაში“ განაცხადა.

„ჩვენი სურვილია მოსახლეობას მივცეთ ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა. მათ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება და ამ პროცესში აქტიურად ჩაერთნენ“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, „ასტრაზენეკას“ აქვს ვადა და არ დგას რისკი, რომ ვაქცინას ვადა გაუვა და აღარ იქნება გამოყენებადი. „ფაიზერის“ ვაქცინა შემოდის 29 500 დოზა, რომელიც მოიცავს მხოლოდ 14 000-მდე მოქალაქეს. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს არჩევნის თავისუფლებას, რაც მოქალაქეებს სხვა ქვეყნებში შეზღუდული აქვთ. მათ არ ეკითხებიან რომელი ვაქცინით უნდათ აცრა, რომელიც არის ადგილზე იმ ვაქცინით იცრებიან“, - განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველო Pfizer-ის ვაქცინას დღეს მიიღებს.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა