თეგებით ძიება

კახა კალაძე: კონკრეტული მედიასაშუალებები დეზინფორმაციას ავრცელებენ

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, კონკრეტული მედიასაშუალებები ვაშლიჯვარში მეწყრის შესახებ მიზანმიმართულად დეზინფორმაციას ავრცელებენ.

"სიტუაციას ვაკონტროლებთ, ყოველდღიურად ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს, მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს", - ამის შესახებ კახა კალაძემ ვაშლიჯვარში ნაპრალზე საუბრისას განაცხადა.

მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ გარკვეულ მედიასაშუალებებში ამ ფაქტთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელება და მიზანმიმართულად პანიკის დათესვა ხდება.

„კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ამ მედიასაშუალებებს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან. პირველი, რაზეც იყო საუბარი, იყო ის, რომ თითქოს დედაქალაქის მერიამ დამალა ეს პრობლემა ან პირიქით, არც იცოდა ამის შესახებ. ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემაზე, რომელიც რამდენიმე ათწლეულია არსებობს დედაქალაქში. რა თქმა უნდა, ჩვენც ვიცოდით ამ პრობლემის შესახებ. მეტიც, ეს ყველაფერი ჩვენ ოფიციალურ ვებგვერდზე ატვირთული იყო და ნებისმიერ ადამიანს ჰქონდა შესაძლებლობა ენახა ინფორმაცია ყველა იმ პრობლემურ ადგილთან დაკავშირებით, რომელიც, სამწუხაროდ, გვაქვს დედაქალაქში“, - განაცხადა კალაძემ.


„მინდა ჩემს მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დავავალო, რომ ეს ადამიანები ჩავრთოთ ამ სამუშაო ჯგუფში. ისინი ცუდს არაფერს გააკეთებენ, პირიქით, უფრო საინტერესო ინფორმაციას მოგვაწვდიან, რათა ერთობლივი ძალებით მოვაწესრიგოთ და რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ არსებული პრობლემა“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სამუშაო ჯგუფი გერმანელ ექსპერტთან ადგილზე მუშაობას აგრძელებს. მათ უკვე გადაწყვიტეს, რომ ადგილზე სპეციალური მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა